სამტრედიაში წლის ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღეს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებულ და ღვაწლმოსილ სამტრედიელთა და წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯილდოები ღვაწლმოსილ მოქალაქეებს სამტრედიის მერმა გადასცა.

“2022 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა სამტრედიელთათვის. დღევანდელ ღონისძიებაზე შევეცადეთ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის საუკეთესოები მოგვეწვია და ამით კიდევ ერთხელ გამოგვეხატა ჩვენი ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენი პატარა ქალაქის სახელი ქვეყნის საზღვრებს გააცილა და მსოფლიოსთვის ცნობილი გახადა. ვფიქრობთ, ეს იქნება სტიმული სამომავლო წარმატებებისა. მადლობა ასეთი ერთგული და თავდაუზოგავი საქმიანობისთვის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

რიგით მე-8 დაჯილდოების ცერემონიას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საჯარო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები