ზესტაფონში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ნაძვის ხე ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ვითარებაში განათდა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მოქალაქეებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღონისძიებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“საახალწლო დღეები 21 დეკემბრიდან – 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო აფიშა იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ყველასათვის დასამახსოვრებელი.
ჩვენ შევეცადეთ სადღესასწაულო განწყობა ყველასათვის შეგვექმნა, სწორედ ამიტომ, საახალწლო პროგრამა ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი”, – ვასილ გველესიანი
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში “ღამის შოუს ბენდი” -ს კონცერტი გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფელი იყო მოწყობილი, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.