დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იორის ხეობაში, გუშინ, გვიან ღამით ცხვრის ფარას 10-მდე მგელი შეესია და გაანადგურა.
მგლებმა 100-მდე ცხვარი დაგლიჯეს. მეპატრონის, ვაჟა გონაშვილის თქმით, დაკარგულია ამდენივე.
„მე ადგილზე გვიან ჩავედი. მწყემსები იყვნენ იქ, ვერაფრით გაყარეს მგლები. ფარაში და ბაკში შევარდნილან და სულ დაუგლეჯიათ. 90-ზე მეტი ცხვარია მკვდარი და 100 დაკარგული. 8-10 მტაცებელი ნადირი რომ დაგესხმება თავს, ვერაფერს იზამ. ვეძებთ იმ დაკარგულ ცხვრებს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ეგ ადგილები იორის მიმდებარედ ე.წ. ჭაჭუნას ტერიტორიაა, სადაც ზამთრის საძოვრებია”, – ამბობს ვაჟა გონაშვილი.