ბულაჩაურში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ ბულაჩაურში 6.5 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 85% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროსა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.

მიმდინარე პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ ბულაჩაურის 2 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები