ლაგოდეხის მერიაში შშმ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა და შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გამართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე, ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ფასილიტატორებმა, გიორგი ძნელაძემ და ქეთევან ხომერიკმა, მონაწილეებს, გააცნეს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია და თვითმმართველობის როლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში.

ტრენინგს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებთან ერთად, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერის მოადგილე და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ და მუსიკალური კონცერტი გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები