ხელოვნების აკადემიის რექტორმა, პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა ლანჩხუთში კონცერტი გამართა

ხელოვნების აკადემიის რექტორმა, პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა ლანჩხუთში კონცერტი გამართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პიანისტის ვიზიტი ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის წარმატებას ეძღვნება, რომელმაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტში – “რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა” გაიმარჯვა და საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში ვალერიან შიუკაშვილი სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებეს მასტერკლასებს ჩაუტარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები