ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყვარელში 54 მლნ. ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტების მიხედვით, გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა.

“ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია.

ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილე, აკაკი მშვიდობაძესთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც  ყვარლის 7 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები