ბარბარობასთან დაკავშირებით საგარეჯოს მერიამ მარჩენალდაკარგულ 5 სტუდენტს ლეპტოპები გადასცა

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მარჩენალდაკარგულ 5 სტუდენტს, რომელთა სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას მუნიციპალიტეტის მერია  უზრუნველყოფს, საჩუქრად  ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოციალური თანადგომის მსგავსი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად გააგრძელებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები