ქუთაისში ნასვამმა კაცმა ავტობუსის მგზავრებიანად გატაცება სცადა – პოლიციამ ის უკვე დააკავა

ფოტო არ ასახავს რეალობას

ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მუნიციპალური ავტობუსის მგზავრებთან ერთად გატაცება სცადა.

თვითმხილველების თქმით,  კაცი ერთ-ერთ გაჩერებაზე საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

“დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად”, – წერს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი უკვე დაკავებულია და გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები