სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საზოგადოების წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარდგა.
სამტრედიაში განხორციელებული და დაგეგმილი ყველა პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ.
მერმა ყურადღება გაამახვილა საგზაო, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის განხორციელებულ პროექტებზე.
აქცენტი გაკეთდა სოფლებში მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პრიორიტეტებზე.
წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მერმა განხორციელებული პროექტების ბიუჯეტი დეტალურად განიხილა და მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტზეც ისაუბრა. ,, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ვზრუნავთ ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ახალგაზრდებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობის განვითარების კუთხით. მადლობას ვუხდით ყველა იმ საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურას, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ სამტრედიელების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზეც გამახვილდა ყურადღება. პრიორიტეტული კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური, კულტურული, საგანანმათლებლო, ტურიზმის, ახალგაზრდული მიმართულებების გაძლიერება იქნება.
ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ საჯარო და სამოქალაქო სექტორის და DMO იმერეთის წარმომადგენლები.