ზაზა შავაძე და სოლომონ პავლიაშვილი „ფორეჯის” წარმომადგენლებს და მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის” წარმომადგენლებს და მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებულ გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით, განხორციელების გზებზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხსაც,

სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები