ქობულეთში, არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ- გადმამუშავებელ ქარხანაში მანდარინის მიღების პროცესს ზაზა შავაძე გაეცნო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადმამუშავებელ ქარხანაში მანდარინის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მანდარინის მიღების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, პირველ მოადგილესთან, არჩილ ბერიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს.
“დღეის მდგომარეობით ქარახანას უკვე მიღებული და გადამუშავებლი აქვს 1 500 ტონა არასტანდარტული მანდარინი.
კომპანია რომელიც 1კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს 20 თეთრად იბარებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1კგ მანდარინზე 15 თეთრის სუბსიდიას გასცემს.
რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 6 500 ტონა სტანდარტული მანდარინი. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო იბარებს”, – აცხადებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.