გორის მერია: თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი გორის „გორი“ გახდა

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი გორის „გორი“ გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ.

ტურნირის 7 ნომინაციიდან 5 გორელ სპორტსმენებს გადაეცათ: საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ ახობაძე (გორის „გორი); საუკეთესო ნახევარმცველი – დავით ბალაშვილი (გორის „გორი); საუკეთესო მეკარე – მათე მაკრახიძე (გორის „გორი“); საუკეთესო მწვრთნელი – ილია მღებრიშვილი (გორის „გორი); საუკეთესო თავდამსხმელი – გური კაპანაძე (თბილისის ლოკომოტივი); საუკეთესო მცველი – გეგა ავალიანი (თბილისის „სელერო“); მწვრთნელთა სიმპათია – კახი წკრიალაშვილი (გორის „გორი“);

გორის მერიის განცხადებით, ასევე გამოვლინდა საფეხბურთო გუნდ „დილას“ რჩეული ფეხბურთელი და ეს ტიტული ალექსანდრე რაზმაძემ მიიღო.

„ძალიან მიხარია, რომ ტურნირის თასის მფლობელი გორის „გორი“ გახდა. ბურჯანაძის სახელობის ტურნირი 2003 წლიდან იმართება და ჩვენი ქალაქის გუნდი შეჯიბრების გამარჯვებული წელს პირველად გახდა. წარმატებებს ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილე ფეხბურთის გუნდს და მის თითოეულ წევრს“, – აღნიშნა გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა.

„წარმატებული გორელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალური ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გუნდები დაკომპლექტებული იყო 2010 წელს დაბადებული მოზარდებით. შეჯიბრების ფარგლებში გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა.

ღონისძიება საფეხბურთო კლუბი „გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები