საგარეჯოში სოციალური თანადგომის წინასაახალწლო აქცია დაიწყო
საგარეჯოში სოციალური თანადგომის წინასაახალწლო აქცია დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკა შეიძინა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილე გიორგი ლალიაშვილთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ სოფო შაქარაშვილთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად წინასაახალწლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში გათვალისწინებულ ოჯახებს პირადად ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჭირო ტექნიკა გადასცა.
„მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში პროგრამულად, ყოველწლიურად გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა.
საჭირო ტექნიკა წელს, სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს მიღმა, მრავალშვილიან 7 ოჯახს გადავეცით.
დღეიდან დავიწყეთ სოციალური თანადგომის აქციები და აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მიმდინარე თვის მანძილზე არაერთი აქტივობაა დაგეგმილი: შეჭირვებულ ოჯახების სამიზნე ჯგუფებს გადაეცემათ სასურსათო ამანათები, ბავშვებს საახალწლო ტკბილეული და სათამაშოები, ობოლ სტუდენტებს, რომელთა სწავლის დაფინანსებას მერია უზრუნველყოფს დავასაჩუქრებთ კომპიუტერებით.
ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ ახალმა 2023 წელმა ყველას ოჯახში ბედნიერად შეაბიჯოს. მსგავსი ტიპის სოციალურ აქციებს აქტიურად გავაგრძელებთ და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს მოვიცავთ”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.