დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სოფელ ახატანში პროექტის მიხედვით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 4 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
“ამ ეტაპზე, საერთო სამუშაოთა 80% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სოფელ ახატანში სამუშაოები 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. შედეგად, 1200-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები