თელავში, სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 117-ე და 236-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები