ბოლნისის მერიაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რეგიონულ სამუშაო შეხვედრას „ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელმისაწვდომობა გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური ბიუჯეტირების ხელშეწყობისთვის “ ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსმა ნინო კარგარეთელმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
ღონისძიება ორგანიზაცია HEKS/EPER Georgia-სა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის (CIF) ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები