გორში მრავალსართულიან კორპუსში კანალიზაციის სისტემა რეაბილიტირდება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორში, ბაქოს ქუჩა #12-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი გორის მერიის დაფინანსებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიცირებით მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პროექტისა, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 30 მრავალსართულიანი კორპუსში დაიგეგმა.
ეს პროექტებია:
• 10 კორპუსში – კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
• 6 კორპუსში – სადარბაზოების რეაბილიტაცია;
• 6 კორპუსში – სახურავების რეაბილიტაცია;
• 3 კორპუსში – ეზოს რეაბილიტაცია;
• 2 კორპუსში – ლიფტის რეაბილიტაცია;
• 2 კორპუსში – ფასადის რეაბილიტაცია;
• 1 კორპუსში- სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, 14 პროექტი უკვე დასრულდა, 16 კი ისევ მიმდინარეობს.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.

„ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები