ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, “სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 413 ოჯახს სასურსათო ნაკრები გადასცა.

სასურსათო ნაკრები პირველადი მოხმარების 6 ძირითად პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 55 123 ლარია.

საკვები პროდუქტების გადაცემის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები