ზესტაფონის საბავშვო ბაღები ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარით აღიჭურვა

ზესტაფონის მერია ერთ-ერთი პირველია იმერეთის რეგიონში, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარდგენილი პროექტით გაიმარჯვა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარის და გონების განმავითარებელი ავეჯის დამზადებას ითვალისწინებდა, რომლის ავტორი მერიის არქიტექტორი, თამაზ მაჩიტიძეა.

პროექტის ფარგლებში გადმოცემული ინვენტარი, რომელიც შპს ” დაჯე” -მ დაამზადა ოთხ საბავშვო ბაღში განთავსდა.
საბავშვო ბაღებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, პროექტის ავტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

“პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ახალი ინვენტარი უსაფრთხო გარემოს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა ჰქონდეთ შესაფერი გარემო და ყველა საჭირო სერვისი განვითარებისთვის”, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები