ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდში, თამარ მეფის, ჭავჭავაძისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტი ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანებას, სანიაღვრე არხების, სკამების, საჩრდილობლების, გარე განათების მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.