ოზურგეთში გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო.
„ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.