ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის “მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ.
“პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო. გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5მ მაგისტრალური მილი. დამატებით რეაბილიტირდება 1,5მ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია წყალმომარაგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები