საგარეჯოს მერის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და პირველ მოადგილე, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, იტალიაში ოფიციალური ვიზიტს განაგრძობს.
მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სან ჩეზარიოს მერთან, ჯუზეპე დისტანტეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
“შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საგარეჯოსა და სან ჩეზარიოს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელებაზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებს – საგარეჯოსა და სან ჩეზარიოს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
დელეგაციის წევრებმა განსაზღვრეს საგარეჯოსა და სან ჩეზარიოს მხარისათვის კონკრეტული მიმართულებები, რაც გულისხმობს – ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია საგარეჯოს მერიის ინფორმაციაში.