იოსებ ხახალეიშვილი საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.
მერის განცხადებით, 2020-2021 – 2022 სასწავლო წლებში არაერთმა ქუთაისელმა მოსწავლემ მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში. ტრადიციულად, ქუთაისის მერია ყოველწლიურად აჯილდოებს წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს.
„ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ქალაქი. მოხარული ვარ, რომ თქვენ აგრძელებთ ამ საუკეთესო ტრადიციას და არაერთხელ ასახელეთ თქვენი პედაგოგები, სკოლა, ქუთაისი. თქვენი ნიჭის და შრომის შედეგია, რომ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადებიდან გამარჯვებულები გვიბრუნდებით. გვინდა დაგიფასოთ ეს გარჯა და წაგახალისოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის.
თქვენთან ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი ქუთაისის ხვალინდელი დღე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები