გორის მერია: USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამა“იწყება

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID „ძლიერი სოფლის პროგრამის“ რეგიონულ კოორდინატორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე USAID „ძლიერი სოფლის პროგრამის“ წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და პროგრამის განხორციელებისას ადგილობრივი ხელისუფლების აუცილებელ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, USAID „ძლიერი სოფლის პროგრამა“ მხარს უჭერს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნას და განვითარებას.

„23.75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ მიზანია ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა USAID „ძლიერი სოფლის პროგრამის“ წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და განაცხადა, რომ გორის გორის მერია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პროექტის შესახებ ინფორმირებას. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები