ქარელში, სოფელ ტახტისძირში დასრულდა სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, ახალი ხიდის განთავსებისთვის ამაღლდა ნაპირებზე არსებული ბურჯები. ხიდის სავალი ნაწილი მოეწყო ლითონის ფურცლოვანი ფოლადით, ხოლო მოაჯირები ლითონის კუთხოვნებით.

პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.

სამუშაოები შეასრულა შპს ,,ახალი სამშენებლო”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები