რუსთავში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პედაგოგის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლასთან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული, პედაგოგის ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერად, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკოლასთან სიმბოლურად,  შავი ფერის ტანსაცმლით, თეთრი ვარდებითა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პლაკატებით მივიდნენ. მათი განცხადებით,  სამარგულიანი „ცრუ ბრალდებითაა დაკავებული და უკანონო პატიმარია“.

აქციაში მონაწილეობას ქართლოს სამარგულიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და რუსთავის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქართლოს სამარგულიანს ორი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ამავე სკოლის დირექტორსაც, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები