რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, #8 ბაღი დაათვალიერა.
,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია. დღეს განახლდა სასწავლო პროცესი #8 ბაგა-ბაღში. 2022  წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში 3.4  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, რუსთავში არსებული სხვა ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია მოხდება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა N8 ბაღის შენობის მეორე სართულს, ხოლო საძირკვლის გამაგრება და პირველი სართულის რეაბილიტაცია, 2019 წელს განხორციელდა.
,,ქალაქის მერიამ კიდევ ერთი ბაღის, ამჯერად ქალაქის ძველ უბანში, ერთ-ერთი ისტორიული შენობის  რეაბილიტაცია დაასრულა.  მინდა მივულოცო პატარებს, პედაგოგებს ამ ისტორიული ბაღის შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება  და მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას აქტიური მუშაობისთვის”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრმა თამარ გოგაძემ.
#8 ბაგა-ბაღში 160 აღსაზრდელი ირიცხება და ისინი სექტემბრიდან დღემდე, ქალაქის რამდენიმე ფილიალში იყვნენ გადანაწილებულნი.
2022 წელს, რუსთავში ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში 3.4 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა და  ამ ეტაპზე,  ძველ რუსთავში, პირველი ბაღის ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით,  2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავშიც აქტიურად  დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები