ამბროლაურში კაცმა მეზობელი მოკლა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ტოლაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე ღამის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები