სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა
სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.