ზესტაფონში, სოფელ ფუთში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზესტაფონში, სოფელ ფუთში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია 2 კმ-მდე მონაკვეთს უტარდება.
მათი ცნობით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან გიორგი ჯუღელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ, 300 ოჯახს გაუუმჯობესდება მდგომარეობა. ადგილობრივები ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მსგავსი მასშტაბით სოფელ ფუთში პირველად ხორციელდება“, – ვასილ გველესიანი
გზის აღდგენის პროცესს შპს „ალპედე“ ახორციელებს.