გია ხარჩილავა: უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ექსპერტიზამ მისი ავტომობილის დაწვის მიზეზი დაადგინა.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მანქანა ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.
“უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”, – თქვა გია ხარჩილავა.
ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გია ხარჩილავას სახლთან გაჩერებულ მანქანას გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.