რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, დაზარალებულს დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები მას გვიან ღამით მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული 18 წლის გოგოა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები