გოგი მეშველიანმა კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად
შერაზადიშვილთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან,- ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია დაკავებულია ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების იმპორტ-ექსპორტით.
მაჟორიტარმა და მერმა, კომპანიას მივაწოდეთ ინფორმაცია, ბოლნისში მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში არსებულ ვითარებაზე, გამოცდილებასა და ტრადიციებზე. ერთობლივად მოინახულეს ბოლნისური მარნები და ვენახები.
კომპანიის დირექტორი დავით გოგოძე და ფრანგული მხარის წარმომადგენელი არჩილ კობაური დაინტერესდნენ ბოლნისური ღვინოებით მათი წარმოშობითა და გემოვნური თვისებებით.ზემო აღნიშნული კომპანია თანამშრომლობს ისეთ ლიდერებთან (მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში) როგორიცაა Cordier wines (Groupe invivo) და Maison Advini Jeanjean.
„მიმაჩნია, რომ მსგავსი გამოცდილების მქონე კომპანიების ინტერესი და მათთან ბოლნისელი მეღვინეების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ღვინოების პოპულარიზაცია-რეალიზებას ევროპულ ბაზარზე“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა