აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს რეგიონში არსებული ეკონომიკური და ტურისტული მდგომარეობა გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება კულტურის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.