ბათუმში მამამ არასრულწლოვანი გოგონა მას შემდეგ სცემა, რაც შვილმა სავარაუდო გაუპატიურების შესახებ უამბო

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილს სცემა, მას შემდეგ რაც გაიგო რომ გოგონა სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
შემთხვევა ე.წ. ოცნების ქალაქში 2 დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო გაუპატიურების შესახებ გოგონამ ოჯახს უამბო, მშობელმა კი მასზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანი მძიმე დაზიანებებით, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მშობელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები