სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი 8 წლის ძმის შვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს
სამეგრელოში 8 წლის ძმის შვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 28 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პოლიციას ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაკავებულის ოჯახის წევრები ფაქტს გამორიცხავენ.
გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.