ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.

რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, შსს-ის ცნობით, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები