გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
გორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).
სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მძღოლებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.