ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონში, ზედა საქარა – ჭალატყის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფლის საუბნო გზაზე მსგავსი სტანდარტებით პირველად განხორციელდა.

გზის ზედაპირზე, ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე-მერთან, გიორგი ჯუღელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სოფელ ზედა საქარაში. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 200 – ზე მეტი ადგილობრივი შეძლებს. ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე სოფლის სხვა უბნებთან დაკავშირებას”, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენის სამუშაოები შპს “ალპედემ” განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები