აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ხონის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის – „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებზე  სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
„პროგრამები, რომლის ფარგლებშიც დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“- განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები