პოლიციამ ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე “კვირას” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.