ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს
ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.