ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ფცაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო საფუძველი და ამჟამად მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონით, ასევე გათვალისწინებულია რკინაბეტონის ღარების, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
სულ დაიგება 533 გრძივი მეტრი გზის საფარი.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები