კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მაღაზია „მაგნიტის“ აფეთქება სცადეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიის მიმართულებით, სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ისროლეს. შედეგად, ერთი აფეთქდა და კარის მინა დაზიანდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების ხმა გვიან ღამით გაიგეს, დილით კი მაღაზიის მინა ჩამსხვრეული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი ამოქმედდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 187- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.