რუსთავში “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა – დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 მუშა

რუსთავში, “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ჩამოშლილმა ხარაჩომ ქვეშ სამი ადამიანი მოიყოლა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები