გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია.
“ამ ეტაპზე იგება ასფალტის მეორე ფენა.
უკვე დასრულდა ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. მოწესრიგდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც. პროექტის ღირებულება 543 995,54 ლარია”, – აცხადებენ გორის მერიაში.