ვალეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში,ქალაქ ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე, შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი იგება.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და ვალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები