ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ სოფელ დისველის სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში გამწვანების აქცია მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის „ტყე გავუშენოთ შვილებსა“ ფარგლებში, საჯაროს სკოლის მიმდებარედ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდობის ხეივანი გაშენდება, დისველის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა გამწვანების აქცია მოაწყო.

„აქციაში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მიიღეს. ახალგაზრდობის ხეივნისთვის ნერგები ეკო კლუბმა შემომწირველების დახმარებით შეიძინა, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტმა შემოღობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები